სააკაშვილის თანამებრძოლები: მიშა სახურავზე დააკავეს! – პირდაპირი ეთერი

© REUTERS / Valentyn Ogirenkoმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სახლის სახურავზევე დააკავეს“, — განაცხადა სააკაშვილის ერთ-ერთმა თანამებრძოლმა, რომელიც ყოფილი გუბერნატორის ბინის კიბის ბაქანზე იმყოფება.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. კიეველმა სამართალდამცველებმა საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი იმ სახლის სახურავზე დააკავეს, რომელშიც ცხოვრობდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости პოლიტიკოსის თანამებრძოლებზე დაყრდნობით, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.

„სახლის სახურავზევე დააკავეს“, — განაცხადა სააკაშვილის ერთ-ერთმა თანამებრძოლმა, რომელიც ყოფილი გუბერნატორის ბინის კიბის ბაქანზე იმყოფება.

ამ დროისათვის მოქმედების ადგილიდან ტრანსლაციას უკრაინული ტელეარხები ახდენენ.

მოგვიანებით ბინიდან გამოსულმა პროკურორმა განმარტა, რომ პოლიტიკოსის ბინაში ჩხრეკა სასამართლოს დადგენილების საფუძველზე ჩატარდა. სახლთან შეხლა-შემოხლა გაიმართა. ამ დროს მიხეილ სააკაშვილი ბინიდან გამოიყვანეს, მაგრამ აქტივისტები სამართალდამცველებს მის წაყვანაში ხელს უშლიან.

ყველა ახალი ამბავი
0