ჩინელმა სამხედროებმა „ყველაზე სწრაფი“ ამფიბია წარმოადგინეს

გამოწერა
ამფიბიის აღნიშნული მოდელის წონა 26 ათას ტონას აჭარბებს, ხოლო მისი ძრავის სიმძლავრე 1600 ცხენის ძალას უტოლდება.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ჩინურმა კორპორაცია Norinco-ს ინჟინრებმა ქვეითთა ჯავშანმანქანა VN18 წარმოადგინეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ CGTN-ზე დაყრდნობით.

Norinco-ს განცხადებით, მათი ქმნილება „ყველაზე სწრაფია“ სამხედრო ამფიბიებს შორის, ვინაიდან VN18-ის მაქსიმალური სიჩქარე ხმელეთზე 65 კმ/სთ-ა, ხოლო წყალზე — საათში 30 კმ/სთ.

ამფიბიის აღნიშნული მოდელის  წონა 26 ათას ტონას აჭარბებს, ხოლო მისი ძრავის სიმძლავრე 1600 ცხენის ძალას უტოლდება.

VN18 ჩინეთის შეიარაღებული ძალების ექსპლუატაციაში 2006 წლიდანაა.

ყველა ახალი ამბავი
0