მერკელი ბუნდესტაგის ახალ არჩევნებზე ალაპარაკდა

© photo: Sputnik / Alexey Vitvickiy / გადასვლა მედიაბანკშიანგელა მერკელი
ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერკელის თქმით, ის სკეპტიკურადაა განწყობილი უმცირესობის მთავრობის მიმართ და ამ ვარიანტს ახალი არჩევნების ჩატარებას ამჯობინებს.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბუნდესტაგში ახალი არჩევნების ჩატარებაზე ალაპარაკდა, ამის შესახებ მან ტელეარხ ARD-სთან ისაუბრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

მერკელის თქმით, ის სკეპტიკურადაა განწყობილი უმცირესობის მთავრობის მიმართ და ამ ვარიანტს ახალი არჩევნების ჩატარებას ამჯობინებს.

„ჩემი აზრით, ახალი არჩევნები საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა“,  — განაცხადა მან და იქვე უარყო ხმები გადადგომის თაობაზე.

იმავდროულად ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში მერკელმა განაცხადა, რომ მზადაა ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის.

ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
„მწვანეები“ მერკელის ბლოკთან გაერთიანებას გამორიცხავენ: მოსალოდნელია ახალი არჩევნები

„დღევანდელი განცხადებების შემდეგ იქმნება შთაბეჭდილება, რომ სოციალ-დემოკრატები კვლავინდებურად არ არიან მზად პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად, მაგრამ ეს საკითხი სოციალ-დემოკრატებმა თავად უნდა გადაჭრან. თუმცა, რა თქმა უნდა, მე მოლაპარაკებებისთვის მზად ვარ“, — თქვა გერმანიის კანცლერმა.

მანამდე გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტია გავიდა მოლაპარაკებებიდან, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და რომელიც მერკელის ბლოკთან და ასევე „მწვანეებთან“ კოალიციას (კოალიცია „იამაიკა“) მოიაზრებდა. გარდა ამისა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა ანგელა მერკელს გადადგომისკენ მოუწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0