ამსტერდამიდან ლიმაში გაფრენილ თვითმფრინავს მეხი დაეცა

© Sputnik / Alexander Imedashviliთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ავიაკომპანია KLM-ის Boeing 777-300-ს აფრენისას მეხი დაეცა. ინციდენტი ამსტერდამის აეროპორტ სკიპჰოლში მოხდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებში ნათლად ჩანს, როგორ ეცემა მეხი თვითმფრინავს ასაფრენი ბილიკიდან აფრენიდან ცოტა ხნის შემდეგ, თუმცა ლაინერი ფრენას განაგრძობს.

რეისი ამსტერდამიდან ლიმაში მიემართებოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0