მეცნიერებმა პარაზიტ სოკოებში კიბოს პოტენციური წამალი აღმოაჩინეს

© photo : Geocord / FBსამედიცინო ლაბორატორია
სამედიცინო ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ბიოფიზიკოსები ვარაუდობენ, ლიპოქსიგენაზის აქტიურობის დათრგუნვას შეუძლია სიმსივნის ზრდის დამუხრუჭება და განადგურებაც კი.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის თეორიული და ექსპერიმენტული ბიოფიზიკის ინსტიტუტის ბიოქიმიკოსებმა მწერების პარაზიტულ სოკოებში აღმოაჩინეს უჩვეულო ნივთიერება, რომელიც კიბოს უჯრედების ზრდას თრგუნავს და მათ „თვითგანადგურებას" აიძულებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ინსტიტუტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

კიბოს უჯრედების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ ისინი ნთქავენ მრავალ საკვებ ნივთიერებასა და ჟანგბადს და ამას თავისი უკონტროლო ზრდისა და გამრავლებისთვის იყენებენ. ეს ძალზე არახელსაყრელ გარემოს ქმნის, სადაც სხვა უჯრედები, მათ შორის კიბოს „მკვლელი" უჯრედები ძალზე ცოტა ხანს ცოცხლობენ.

ბაბუაწვერა - Sputnik საქართველო
ბუნების საჩუქარი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში

გარდა ამისა, კიბოს უჯრედები, როგორც მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ გამოარკვიეს, განადგურებისგან თავს ასევე სხვა გზებითაც იცავენ. მაგალითად, მათ შეუძლიათ იგნორირება მოლეკულებისა, რომლებიც უჯრედის თვითგანადგურების რეაქციებს უშვებს, ან მათი გამოყენება, როგორც ზრდის სიგნალისა, ასევე ნორმალური უჯრედებისთვის არადამახასიათებელი ნივთიერების გამოყოფა, რომელიც „აშინებს" იმუნურ სხეულებს ან სიმსივნეს მათთვის უჩინარს ხდის.

ამის ნათელი მაგალითია ლიპოქსიგენაზები — ფერმენტების ოჯახი, რომელიც უჯრედების სიცოცხლის უნარიანობასა და ზრდას მართავს. ეს ცილები აპობს ცხიმოვან მოლეკულებს და მათ სხვადასხვა სიგნალად გადააქცევს, საიდანაც ნაწილი არის აპოპტოზის — უჯრედის „თვითმკვლელობის" პროგრამის ჩაშვების „ბრძანება".

ეს სიგნალები კარგად მოქმედებს ჯანსაღ უჯრედებზე და მათ მასობრივ დაღუპვას იწვევს, თუმცა მას კიბო სხვაგვარად აღიქვამს და მის უჯრედებს აქტიურად გამრავლებას აიძულებს. შესაბამისად, როგორც ბიოფიზიკოსები ვარაუდობენ, ლიპოქსიგენაზის აქტიურობის დათრგუნვას შეუძლია სიმსივნის ზრდის დამუხრუჭება და განადგურებაც კი.

მეცნიერების თქმით, ნივთიერებები, რომლებიც ამ ფერმენტების მუშაობას თრგუნავენ, აღმოაჩინეს სოკოს Lecanicilium lecanii ექსტრაქტში, რომლებიც სხვადასხვა მავნე მწერების პარაზიტებია. ამ აღმოჩენის შემდეგ მათ შეამოწმეს სინჯარაში, შეუძლია თუ არა ამ სოკოს ნივთიერებას კიბოს უჯრედების ზრდის შეფერხება.

სისხლის ბანკის ლაბორატორია თბილისში - Sputnik საქართველო
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ანტისხეული, რომელიც იმუნიტეტს კიბოს განადგურებას აიძულებს

როგორც ცდებმა აჩვენა, სოკოს ფერმენტები ნამდვილად ანელებდა სიმსივნის ზრდას, რამაც მეცნიერებს ცდების თაგვებზე ჩატარებისკენ უბიძგა.

ცდებმა აჩვენა, რომ Lecanicilium lecanii-ის უჯრედები არსებულ ნივთიერებას ნამდვილად შეუძლია კიბოს უჯრედების მოკვლა სისხლში, თუმცა ამას ისინი ისე კარგად არ აკეთებენ, როგორც სხვა ნივთიერებები, რომლებიც ლიპოქსიგენაზის მუშაობას თრგუნავს.

მეცნიერებმა, მეორე მხრივ, სოკოს ექსტრაქტის კიდევ ერთი დადებითი თვისება აღმოაჩინეს, რასაც კიბოსთან ბრძოლის შემსუბუქება შეუძლია. როგორც შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, ის არა მარტო აჩქარებს კიბოს უჯრედების სიკვდილს, არამედ იცავს Т-უჯრედებს — იმუნური სისტემის მთავარ „დირიჟორებს" — მასობრივი სიკვდილისგან რადიოთერაპიის დროს. ეს იმუნურ სისტემას დასხივების შეწყვეტის შემდეგ სიმსივნის ნარჩენებთან ბრძოლის უმალვე დაწყების საშუალებას აძლევს.

როგორც მეცნიერები მიიჩნევენ, თვისებების ასეთი კომბინაცია საშუალებას იძლევა, გამოიყენონ Lecanicilium lecanii-ს ექსტრაქტი რადიო და ქიმიო თერაპიის გაძლიერების ან მათი დოზის შემცირებისთვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0