პენტაგონის მეთაური: გაერომ სირიაში აშშ-ის ყოფნის ნებართვა გასცა

© REUTERS / Alaa Al-Faqirბრძოლები „ისლამურ სახელმწიფოსთან" სირიაში
ბრძოლები „ისლამურ სახელმწიფოსთან სირიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკის ხელისუფლება აცხადებს, რომ აშშ-ს სირიაში „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საომარი ქმედებების იურიდიული საფუძველი აქვს

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. გაერო იწონებს აშშ-ის ყოფნას სირიაში, რადგან მიიღო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმართული რეზოლუცია, განუცხადა ჟურნალისტებს პენტაგონის მეთაურმა ჯეიმს მეტისმა.

ოფიციალური დამასკი აცხადებს, რომ აშშ-ის სირიაში ყოფნა უკანონოა, რადგან ქვეყნის მთავრობას ამის სანქცია არ გაუცია. რუსეთმა „ისლამურ სახელმწიფოზე" დარტყმები სირიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ თხოვნით მიმართა.

„გაერომ განაცხადა, რომ ჩვენ, პრინციპში, შეგვიძლია „ისლამური სახელმწიფოს" დევნა. და იქ მათ გასანადგურებლად ვიმყოფებით… ახლა იქიდან არ წამოვალთ — მანამდე, სანამ არ დაიძვრება ჟენევის პროცესი. ეს არ ნიშნავს, რომ იქ ყველა დარჩება, ზოგიერთი ჯარი გამოვა", — განაცხადა მეტისმა, როდესაც პასუხობდა კითხვას აშშ-ის სირიაში ყოფნის იურიდიული საფუძვლის შესახებ.

რაიონი ჯაფრა, სადაც სირიის ჯარსა და ბოევიკებს შორის ბრძოლები გრძელდება - Sputnik საქართველო
სირიის ქალაქი მეადინი ტერორისტებისგან გათავისუფლებულია

მისი თქმით, „წინსვლისთვის" უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები ჟენევაში გაეროს ეგიდით.

აშშ-ის ადმინისტრაციამ საზღვარგარეთ საომარი მოქმედებებისთვის კონგრესის თანხმობა უნდა მიიღოს. თუმცა, ეს წესი ხანდახან ირღვევა. ამჟამად ერაყის, სირიის, იემენისა და ლიბიის ტერიტორიებზე დარტყმები აიხსნება იმით, რომ კონგრესმა „ალ-ქაიდასთან" ავღანეთში ბრძოლის ნებართვა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ გასცა.

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ თეთრი სახლი საკანონმდებლო ორგანოს სანქციას ძალზე ფართოდ განიხილავს. წარმომადგენელთა პალატამ სამშაბათს მიიღო რეზოლუცია (რომელსაც სავალდებულო ძალა არა აქვს), სადაც აღნიშნულია, რომ თეთრ სახლსა და პენტაგონს იემენში საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის კონგრესის ნებართვა არა აქვს.

 

ყველა ახალი ამბავი
0