00:08 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ოქროსმომპოვებელ საწარმოში მიპოვებული ოქრო

აზერბაიჯანის საზღვართან ასი ტონა ოქრო იპოვეს

© Sputnik/ Yevgeny Yepanchintsev
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (290)
97001

დაღესტნის „ოროს მთებმა“ თავისი დასახელება გაამართლა

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ოქროს საბადო, რომლის მარაგი თითქმის ას ტონას შეადგენს, აზერბაიჯანის საზღვართან, დაღესტნის სამხრეთით მდებარე სოფელ კურუშთან აღმოაჩინეს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ დაღესტნის სამაუწყებლო კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით.

ამ მიდამოებს დაღესტნელები „ოქროს მთებს“ უწოდებენ, რადგან საუკუნეების განმავლობაში დადიოდა ლეგენდები იმის შესახებ, რომ ამ მხარეში არსებობს ოქრო, მაგრამ ბოლო დრომდე ამ ლეგენდებმა დადასტურება ვერ იპოვა. ამ მომენტისთვის, ზოგიერთი შეფასებით, ამ ტერიტორიის ნიადაგში ასი ტონა ძვირფასი ლითონია დამალული.

დაღესტნის სამეცნიერო ცენტრში აღნიშნეს, რომ მადნის დამუშავება კურუშის პლატოზე — რთული და ძვირადღირებული პროცესია. ძვირფასი ლითონის ორი გრამის მოსაპოვებლად საჭიროა ერთი ტონა მადნისა და გრუნტის გარეცხვა, რადგან იქ ოქრო ძალიან წვრილი ნაწილაკებით მოიპოვება და არსებული ხერხით მისი მოპოვება შეუძლებელია.

ცნობილი გეოლოგი ჰაიდარ აგალაროვი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული საბადო — სამხრეთ დაღესტნის ბუნებრივი სიმდიდრეების მხოლოდ მცირე ნაწილია. მან აღნიშნა, რომ ახტინისა და რუტულის რაიონებში ათობით მილიონი ტონა ბაზალტის მადანი მოიპოვება, რომელიც მანქანათმშენებლობაში აქტიურად გამოიყენება. 

სავარაუდოდ მსხვილი საბადოს პოტენციალის შესწავლის მიზნით კურუშის პლატოზე უახლოეს დროს სპეციალისტები და ექსპერტები შეიკრიბებიან.


თემები:
მსოფლიო დღეს (290)

მთავარი თემები