08:01 23 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
იუნესკოს ლოგო ორგანიზაციის შტაბ-ბინის წინ პარიზში

აშშ იუნესკოდან გადის

© REUTERS/ Philippe Wojazer
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (95)
19 0 0

ვაშინგტონი ორგანიზაციაში მუდმივი სადამკვირვებლო მისიის შექმნას აპირებს

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. შეერთებული შტატები გადის იუნესკოს შემადგენლობიდან, განაცხადა აშშ-ის სახელმწოფო დეპარტამენტმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ასახავს აშშ-ის შეშფოთებას საწევრო გადასახადებთან დაკავშირებით, ორგანიზაციაში რეფორმის აუცილებლობით და იუნესკოს ანტიისრაელური მიკერძოებულობით, ხაზგასმით აღნიშნა ხუთშაბათს თავის გამოსვლაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსმა ჰითერ ნოიერტმა (Heather Nauert). News: Even as Trump admin threatens to pull out of NAFTA and Iran deal, comes word that US is withdrawing from UNESCO pic.twitter.com/PBv4X7GTzk

გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის 31 დეკემბერს შევა.

ვაშინგტონი ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსს შეინარჩუნებს, რათა "ზოგიერთ საკითხზე აშშ-ის თვალსაზრისების, პერსპექტივებისა და საექსპერტო ცოდნის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს".

აშშ-ის მიერ ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაერო ღრმა მწუხარებას გამოხატავს, აღნიშნა იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ირინა ბოკოვამ.

2011 წლიდან აშშ არ მონაწილეობს იუნესკოს დაფინანსებაში, ორგანიზაციაში პალესტინის მიღების გამო. შეერთებულ შტატებს ისრაელმაც მიბაძა. შედეგად იუნესკომ დაფინანსების 22% დაკარგა.

იუნესკო — გაეროს დაწესებულება, რომელიც ორიენტირებულია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხებზე. 1945 წელს შექმნილ ორგანიზაციაში 195 წევრი სახელმწიფო, 2 დამკვირვებელი სახელმწიფო და 10 ასოცირებული წევრი შედის.

თემები:
მსოფლიო დღეს (95)

მთავარი თემები