აშშ და სამხრეთ კორეა ნახევარკუნძულზე ბირთვული იარაღის დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ

CC BY-SA 2.0 / Flickr / S Kaiser / North American F-86H Sabreამერიკული ბირთვული იარაღი F-86H
ამერიკული ბირთვული იარაღი F-86H - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკული ბირთვული იარაღი სამხრეთ კორეიდან 1991 წელს გაიტანეს, მას შემდეგ, რაც ორ კორეას შორის ანტიბირთვულ დეკლარაციას მოეწერა ხელი.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ისა და სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრებმა ჯეიმს მეტისმა და სონ იონ მუმ ქვეყანაში ბირთვული იარაღის დაბრუნების თაობაზე იმსჯელეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Washington Post-ზე დაყრდნობით.

გაზეთის ინფორმაციით, მეტისმა დაადასტურა, რომ სამხრეთ კორეელ კოლეგასთან 30 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე აღნიშნულ თემაზე ისაუბრა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, დაეთანხმება თუ არა იდეას, რომელსაც იონ მუმ „ყოველმხრივ გასააანალიზებელი ალტერნატივა“ უწოდა.

მანამდე კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ სამხრეთ კორეაში ბირთვული იარაღის ხელახლა განთავსების საკითხი არ განიხილებოდა.

აშშ-ის ბირთვული იარაღი სამხრეთ კორეიდან 1991 წელს გაიტანეს, მას შემდეგ, რაც ორ კორეას შორის ანტიბირთვულ დეკლარაციას მოეწერა ხელი.

ყველა ახალი ამბავი
0