კიევის სასამართლომ უკრაინიდან სააკაშვილის ძმის გაძევება შეაჩერა

© photo: Sputnik / Evgeniya Novozhenina / გადასვლა მედიაბანკშიკიევი
კიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექს-პრეზიდენტის ძმას, დავით სააკაშვილს უკრაინაში სავიზო რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ქალაქ კიევის პეჩერის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის სარჩელზე დაიწყო საქმისწარმოება უკრაინის საზღვრებს გარეთ მისი გაძევების შეჩერების შესახებ, საქმის განხილვა 19 სექტემბერს დაინიშნა, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გაავრცელა პარტიამ Рух новых сил.

დავით სააკაშვილი ბოლო დრომდე კიევში ცხოვრობდა. სექტემბრის დასაწყისში ის მიგრაციულმა სამსახურმა სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო დააკავა. მას განუმარტეს, რომ 17 სექტემბრამდე უკრაინა უნდა დაეტოვებინა.

პეჩერის რაიონულმა სასამართლომ კიევის მიგრაციული სამსახურისგან გამოითხოვა მასალები, რომლებიც დავით სააკაშვილის საქართველოში ან მესამე ქვეყანაში იძულებით გაძევებას დაედო საფუძვლად.

დავით საყვარელიძე - Sputnik საქართველო
საყვარელიძე სააკაშვილის უკრაინაში "გარღვევის" ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი

პარტიაში Рух новых сил განაცხადეს, რომ სააკაშვილის ძმასთან დაკავშირებული ინციდენტი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების ნათესავებზე ზეწოლას წარმოადგენს.

ამავე დროს, უკრაინის სახელმწიფო მიგრაციულმა სამსახურმა განაცხადა, რომ დავით სააკაშვილმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით მას ქვეყნიდან გააძევებენ.

გასულ კვირას მომხრეების მხარდაჭერით სააკაშვილმა გამშვებ პუნქტ "შეგინზე" მესაზღვრეებისა და სამართალდამცველების კორდონის გარღვევა და პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე მოხვედრა შეძლო. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის ოთხი საქმე, მათ შორის პირთა ჯგუფის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზებისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით.

ყველა ახალი ამბავი
0