15:08 20 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
აფეთქება ლონდონში

აფეთქება ლონდონის მეტროში: ბოლო ცნობები და ვიდეოკადრები

© REUTERS/ Hannah McKay
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
39 0 0

„სკოტლანდ-იარდი" კონდონში მომხდარ აფეთქებას ტერაქტად აფასებს

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. კონტრტერორისტული პოლიციის თანამშრომლები მეტროსადგურ „პარსონ-გრინზე“ ინციდენტის ადგილზე მივიდნენ, სადაც დილით აფეთქება მოხდა, იუწყება სააგენტო РИА Новости.

აფეთქება მეტროსადგურ „პარსონ-გრინზე“ პიკის საათებში, 08:20 საათზე მოხდა. ტაბლოიდ The Sun-ის მონაცემებით, 20 ადამიანი დაზარალდა. პერსონ-გრინი მშვიდი რაიონია, სადაც ბევრი უცხოელი, სტუდენტი და ნაკლებად მდიდარი ბრიტანელები ცხოვრობენ.

 „ამ ეტაპზე ჩვენ მომხდარ ფაქტს განვიხილავთ როგორც ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტს. გამოძიებას საკუთარ თავზე  იღებს კონტრტერორისტული განყოფილება“, — განაცხადა პოლიციის თანამშრომელმა ჟურნალისტებთან.

ლონდონის პოლიცია მოსახლეობას მეტროსადგურ „პარსონ-გრინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

მანამდე, The Sun-ი „პლასტმასის  სათლში დამონტაჟებული ბომბის“ შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას და ასევე აცხადებდა, რომ სამართალდამცველებმა „მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს და მიმდინარეობს მისი გაუვნებელყოფა“.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციის, „სასწრაფო დახმარებისა“ და სახანძრო ბრიგადები, ასევე საგანგებო სიტუაციების თვითმფრინავი.
მიმდინარეობს გამოძიება.

მთავარი თემები