ჰარვარდში შნობელის პრემიის 2017 წლის ლაურეატები დაასახელეს

© photo: Sputnik / Игорь Руссак / გადასვლა მედიაბანკშიკატა
კატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შნობელის პრემიის გადაცემა აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტში 27-ედ ჩატარდა.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. შნობელის პრემია (Ig Nobel Prize) 2017 წელს დაიმსახურეს ისეთმა „აღმოჩენებმა“ მეცნიერებაში, როგორიცაა, მაგალითად, რომ კატები სითხე არიან, ხვრინვას ავსტრალიელ აბორიგენთა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა არჩენს და სხვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ჟურნალ Improbable Research-ზე დაყრდნობით.

აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში დაჯილდოების ცერემონიაზე პრემია ფიზიკის სფეროში ერგო ფრანგ მეცნიერს მარკ ანტუან ფარდინს, რომელმაც ჰიდროდინამიკა გამოიყენა კვლევაში "შეუძლიათ თუ არა კატებს, ერთდროულად იყვნენ მყარიცა და თხევადიც?"

ანატომიის სფეროში პრემია დაიმსახურა ბრიტანელმა ჯეიმს ჰიტკოუტმა, რომელმაც კვლევა ჩაატარა თემაზე, თუ რატომ აქვთ მოხუცებს დიდი ყურები.

ნობელის პრემია - Sputnik საქართველო
ალფრედ ნობელი, მისი სახელობის პრემია და წვრილმანები, რომელთა შესახებაც არ გსმენიათ

ეკონომიკის სფეროში პრემია თავისი ექსპერიმენტებისთვის მიიღეს მეტიუ როკლოფმა და ნენსი ჯირმა — ისინი აკვირდებოდნენ, თუ როგორ უკავშირდება ადამიანის კონტაქტი ცოცხალ ნიანგთან აზარტული თამაშებისადმი მისწრაფებებს.

შნობელის მშვიდობის პრემია ერგოთ მეცნიერებს შვეიცარიიდან, კანადიდან, ნიდერლანდებიდან და აშშ-დან, რომლებმაც აჩვენეს, თუ როგორ კურნავს ავსტრალიელი აბორიგენების სასულე საკრავზე რეგულარული დაკვრა ხვრინვას.

მეცნიერებმა ფერნანდა იტამ, ენრიკო ბერნარდმა და როდრიგო ტორესმა პრემია კვების დარგში მიიღეს. თავიანთი მოხსენება მათ მიუძღვნეს იმას, თუ როგორ გავლენას ახდენს ადამიანის სისხლი ღამურას დიეტაზე.

ასევე დაჯილდოვდნენ მეცნიერები იტალიიდან და ესპანეთიდან. მათ "აჩვენეს, რომ ბევრი იდენტური ტყუპი ერთმანეთს ვიზუალურად ვერ არჩევს".

შნობელის პრემია, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანტიპრემია 1991 წელს დააარსა ამერიკულმა ჟურნალმა Annals of Improbable Research, AIR (უჩვეულო კვლევების ანალები). 1999 წლიდან ყოველწლიურად ათი პრემია გაიცემა ფიზიკაში, ქიმიაში, მედიცინაში, ლიტერატურაში, ეკონომიკასა და მშვიდობისათვის ბრძოლაში, რომლებსაც ყოველწლიურად ემატება კიდევ ერთი, შნობელის კომიტეტის მიერ ცალკე შერჩეული თემა.

ყველა ახალი ამბავი
0