03:52 26 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგები

მექსიკაში 8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - ვიდეოკადრები

© REUTERS/ Imelda Medina
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
ყველაზე ძლიერი მიწისძვრები 2017 წელს (19)
187 0 0

ცოტა ხანში მიწისძვრა კვლავ განმეორდა ეგრეთ წოდებული აფტერშოკის სახით, რომლის სიმძლავრემაც 5,7 მაგნიტუდა შეადგინა.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. მექსიკის სანაპიროსთან 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით (USGS).

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 08:49 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი დასახლება ტრეს-პიკოსიდან 119 კმ-ში, ხოლო მიწისძვრის კერა 33 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.

ცოტა ხანში მიწისძვრა კვლავ განმეორდა ეგრეთ წოდებული აფტერშოკის სახით, რომლის სიმძლავრემაც 5,7 მაგნიტუდა შეადგინა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ხელისუფლებამ რეგიონში ცუნამის საშიშროებაც გამოაცხადა. პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ საგანგებო სიტუაციების ეროვნული კომიტეტის სხდომა მოიწვია.

გაზეთ Universal-ის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ მეხიკოს ზოგ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

თემები:
ყველაზე ძლიერი მიწისძვრები 2017 წელს (19)

მთავარი თემები