74 წლის იაპონელი ალპინისტი ერთი კვირის შემდეგ უვნებელი იპოვეს მთებში

© Личный архив Бекара Паджишвилиალპინიზმი
ალპინიზმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოიოიუკი ცუცის თქმით, მთელი კვირა შოკოლადს ჭამდა და მთის ნაკადულის წყალს სვამდა

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. მხცოვანი ალპინისტი, რომელიც იაპონიის ალპებში იყო დაკარგული, მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ იპოვეს მაშველებმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ალპინისტი შოკოლადითა და წყლით იკვებებოდა, სანამ მაშველთა საკვირაო ჯგუფმა არ აღმოაჩინა.

ტელეარხ NHK-ის ინფორმაციით, 74 წლის კოიოიუკი ცუცუი ჰიროსიმიდან ნიიგატას პრეფექტურაში 10 აგვისტოს ჩავიდა, რათა მთებში წასულიყო. ასვლის გეგმის თანახმად, ალპინისტს ასვლა 13 აგვისტოს უნდა დაეწყო და ოთხი დღის შემდეგ დაბრუნებულიყო.

ბუდისტური ტაძარი ნაგანოში. იაპონია - Sputnik საქართველო
თუ დიდხანს სიცოცხლე გსურთ, ანუ იაპონელთა დღეგრძელობის „ავტორი“ გასაოცარი ჰინოჰარა

მაგრამ დაახლოებით ათასი მეტრის სიმაღლეზე ცუცუის ფეხი დაუცდა და ბილიკიდან დაცურდა.

მისი დაკარგვის შესახებ მხოლოდ გასულ პარასკევს გახდა ცნობილი, როდესაც ალპინისტის ერთ-ერთმა ნათესავმა პოლიციას მიმართა.
საბოლოოდ მთებში დაკარგული მოხუცი ვერტმფრენიდან შენიშნეს და გადაარჩინეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კოიოიუკი ცუცის თქმით, მთელი კვირა შოკოლადს ჭამდა და მთის ნაკადულის წყალს სვამდა, ხოლო ტანზე გაუხდელად ეცვა საწვიმარი, რათა გაციებისგან დაეცვა თავი.

ყველა ახალი ამბავი
0