ავტოავარიას თურქეთში შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

© AFP 2024 / ANATOLIAN NEWS AGENCY სასწრაფო დახმარების მანქანა თურქეთში
სასწრაფო დახმარების მანქანა თურქეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით სატვირთო მანქანა, რომელშიც მუშები ისხდნენ, თხრილში გადავარდა

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, საქარიას პროვინციაში სასოფლო-სამეურნეო საქმით დაკავებული მუშები სატვირთო ავტომობილის ავარიის დროს დაიღუპნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო Dogan-ზე დაყრდნობით.

მუშები სატვირთო მანქანაში ისხდნენ, რომელიც გადაბრუნდა და თხრილში გადავარდა. შედეგად დაიღუპა სულ მცირე შვიდი ადამიანი, ხოლო 20 — დაშავდა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მივიდნენ, რომლებმაც დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, იუწყება სააგენტო "სინხუა".

ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0