კიდევ ერთი შეტევა ბარსელონაში: ავტომობილი პოლიციელებს დაეჯახა

© REUTERS / Stringerშემთხვევა ბარსელონაში
შემთხვევა ბარსელონაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევა დიაგონალის პროსპექტზე მოხდა და გამორიცხული არ არის, რომ მძღოლმა უბრალოდ საჭე ვერ დაიმორჩილა.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ბარსელონაში ავტომობილი სამ პოლიციელს დაეჯახა, იუწყება Sputnik Mundo ესპანელ ჟურნალისტებზე დაყრდნობით.

გამოცემა წერს, რომ შემთხვევა დიაგონალის პროსპექტზე მოხდა და გამორიცხული არ არის, რომ მძღოლმა უბრალოდ საჭე ვერ დაიმორჩილა.

დაშავებული პოლიციელების მდგომარეობაზე არაფერია ცნობილი.

მანამდე მინივენი ბარსელონის ცენტრში საფეხმავლო გზაზე ხალხში შეიჭრა. არიან დაშავებულები და დაღუპულები.

პოლიციამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია დაახლოებით 13 ადამიანი. საავადმყოფოებში 56 დაშავებულია გადაყვანილი. ხელისუფლებამ ოფიციალურად ერთი ადამიანის გარდაცვალება 32 კაცის დაშავება დაადასტურა.

Sputnik Mundo-ს ინფორმაციით, ტერაქტში ეჭვმიტანილი ორი პირიდან ერთი დაკავებულია. ეს ინფორმაცია პორტალმა პოლიციისგან მიიღო.

​მანამდე პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ფოტო გაავრცელა, რომელსაც დრის ოუკარიბი ჰქვია. El Pais-ის ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც ტერაქტი განახორციელა, ოუკარიბს არენდით ჰქონდა აღებული.

ყველა ახალი ამბავი
0