07:25 13 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
წყალდიდობისგან დანგრეული სახლები

ჩინეთში წყალდიდობის გამო 48 ათასი ადამიანია ევაკუირებული

© REUTERS/ Sri Lanka Air Force/Handout
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
16 0 0

დღეის მონაცემებით, დანგრეულია 413 სახლი, დატბორილია 10 ათასზე მეტი სასოფლო სავარგული.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ჩინეთის სამხრეთ–აღმოსავლეთის პროვინცია ხუნანის ხელისუფლებამ გადაუღებელი წვიმისა და წყალდიდობის გამო 48 ადამიანი გაიყვანა ტერიტორიიდან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

პროვინციის ჩრდილეთ რაიონებში პარასკევიდან მოყოლებული გადაუღებლად წვიმს. უამინდობამ პრობლემები შეუქმნა რამდენიმე პროვინციის 200 ათასზე მეტ მცხოვრებს.

დღეის მონაცემებით, დანგრეულია 413 სახლი, დატბორილია 10 ათასზე მეტი სასოფლო სავარგული.

სინოპტიკოსების პროგნოზით, წვიმა სამშაბათამდე გაგრძელდება.

 

მთავარი თემები