22:51 19 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ბარაკ ობამა

ობამა ბრუნდება

© AFP/ THOMAS KIENZLE
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
33 0 0

აშშ-ის ექს-მეთაურის ადმინისტრაციის თანაშემწემ გაახმოვანა, თუ რატომ აპირებს ობამა პოლიტიკურ არენაზე დაბრუნებას.

თბილისი, 12 აგვისტი — Sputnik. აშშ-ის ექს-პრეზიდენტი ბარაკ ობამა უახლოეს მომავალში აქტიური პარტიული მოღვაწეობის დაწყებას გეგმავს, თუმცა, განსაკუთრებით „გამონათებას“ არ აპირებს,  იუწყება სააგენტო РИА Новости გაზეთ The Hill-ზე დაყრდნობით.

ობამა პოლიტიკურ სცენაზე დაბრუნებას მიმდინარე შემოდგომაზე გამოჩნდება და ეს იქნება „დელიკატური ცეკვა“, რამდენადაც „დემოკრატებს“ არ სურთ, რომ ის პარტიის სახე გახდეს, წერს გამოცემა ექს-მეთაურის ადმინისტრაციის ერთ-ერთ  თანაშემწეზე დაყრდნობით. 

ექს-პრეზიდენტი, სავარაუდოდ, პარტიისთვის სახსრების მოძიების საკითხით დაკავდება.

 „როგორც ობამასთან დაახლოებული მრჩევლები ირწმუნებიან, მიუხედავად იმისა, რომ ის  პარტიის აღდგენაში აქტიურ როლს შეასრულებს, ამ სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილი თვალსაჩინო არ იქნება“, — აღნიშნავს გაზეთი.

ობამა აშშ-ის პრეზიდენტი ორჯერ იყო — 2009 წლის 20 იანვარი — 2017 წლის 20 იანვრის პერიოდში. ის  2009 წელს ნობელის  მშვიდობის ლაურეატი გახდა.

56-წლის პოლიტიკოსი რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა შეცვალა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში  დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა.

 

 

 

მთავარი თემები