ვენის აეროპორტში სახის ამომცნობი სისტემა ინერგება

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშივენის საერთაშორისო აეროპორტი
ვენის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი წესების თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეებმა შენგენის ზონაში შესვლისას აუცილებლად უნდა გაიარონ იდენტიფიკაცია.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ვენის აეროპორტში მიმდინარე წლის დეკემბრიდან სახის ავტომატური ამოცნობის სისტემა ამუშავდება შენგენის ზონის გარედან შესული ან გამავალი მგზავრების გასაკონტროლებლად, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Kronen Zeitung-ზე დაყრდნობით.

აეროპორტში 50 ელექტრონული კარის დადგმა იგეგმება, რომელთა ნახევარი უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე დამონტაჟდება. ელექტროკარების საერთო ღირებულება 5 მლნ ევროს შეადგენს.

საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთის პასპორტი - Sputnik საქართველო
უვიზოდ ევროპაში: ევროკავშირს საქართველოს 45 ათასი მოქალაქე ეწვია

ეს გადაწყვეტილება შენგენის წესების შეცვლას უკავშირდება, რომელთა თანახმად, ამიერიდან ევროკავშირის მოქალაქეებიც ვალდებული ხდებიან, კონტროლი გაიარონ ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებში შესვლისას – საინფორმაციო სისტემაში არსებულ მათ მონაცემებთან თანხვედრის დადგენის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ეს წესი მხოლოდ მესამე ქვეყნების მოქალაქეებზე ვრცელდებოდა.

გამოცემა განმარტავს, რომ ბიომეტრული სკანირების მეთოდის დანერგვა აეროპორტებში საპოლიციო პოსტების გაუქმებას არ გულისხმობს.

იმისათვის, რომ კონტროლის გავლისას რიგები არ წარმოიქმნას, აეროპორტის ადმინისტრაცია მესაზღვრეების შტატის გაზრდას აპირებს. წლის ბოლოდან მგზავრები თავად აირჩევენ, რა სახის კონტროლს გაივლიან — სრულად ავტომატიზებულს, თუ ნაწილობრივ მესაზღვრეების მიერ წარმოებულს.

ყველა ახალი ამბავი
0