ჰამბურგში 800 მლნ დოლარის კოკაინი ამოიღეს

© AFP 2024 / Christian Charisius / dpaჰამბურგში ამოღებული კოკაინის პარტია
ჰამბურგში ამოღებული კოკაინის პარტია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მებაჟეების თქმით, ნარკოტიკების დასამალად კონტრაბანდისტები ხის ნახშირის ან ცხოველების საკვების ტვირთს არჩევენ.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წლის 3 თვეში — მარტიდან მაისის ჩათვლით, ჰამბურგის პორტში 3,8 ტონა კოკაინი ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულებაც დაახლოებით 800 მლნ აშშ დოლარია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო dpa-ზე დაყრდნობით.

ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

სააგენტოს ინფორმაციით, ნარკოტიკები ხუთშაბათს გასაიდუმლოებულ ადგილზე გაანადგურეს, სადაც მანამდე, კოკაინის დაცვის მიზნით, უსაფრთხოების საგანგებო ზომები იყო მიღებული.

ჰამბურგში ნარკოტიკები სამხრეთ ამერიკიდან შევიდა კონტრაბანდის სახით, რომელიც პარაგვაიდან ურუგვაიში გასაგზავნ ტვირთში იყო დამალული, ხოლო ბოლო პუნქტი, როგორც საბუთებიდან ირკვევა, იყო ბელგია.

მებაჟეების თქმით, ნარკოტიკების დასამალად კონტრაბანდისტები ხის ნახშირის ან ცხოველების საკვების ტვირთს არჩევენ.

ყველა ახალი ამბავი
0