თურქეთში ატრაქციონზე ერთი მოზრდილი დაიღუპა და სამი ბავშვი დაშავდა

© photo: Sputnik / Levan Avlabreliატრაქციონების პარკი მთაწმინდაზე
ატრაქციონების პარკი მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთში, გასართობ პარკში ატრაქციონზე "ამერიკული მთები" მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ზრდასრული ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი ბავშვი დაშავდა.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. თურქეთის ქალაქ ქირშეჰირში, გასართობ პარკში ატრაქციონზე "ამერიკული მთები" მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ზრდასრული ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი ბავშვი დაშავდა, იუწყება სააგენტო DHA.

გამოცემის ინფორმაციით, ატრაქციონის ვაგონი 5 მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდა და ბავშვის მამას დაეცა, რომელიც მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა. მისი ვაჟი და კიდევ ორი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები აღენიშნებათ. ავარიის მიზეზები დგინდება.

მომხდარის გამო პარკი დაიკეტა, ორი თანამშრომელი — მენეჯერი და ოპერატორი დაკავებულია.

ანალოგიური შემთხვევა მოხდა 16 ივლისს მადრიდის გასართობ პარკში, სადაც "ამერიკული მთების" ორი შემადგენლობა ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად მსუბუქად დაშავდა 33 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

ყველა ახალი ამბავი
0