გარდაიცვალა ფრანგი მწერალი ან გოლონი – "ანჟელიკას" შესახებ რომანების ავტორი

© photo: Sputnik / Сергей Пятаков / გადასვლა მედიაბანკშიფრანგი მწერალი ან გოლონი
ფრანგი მწერალი ან გოლონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წიგნების სერიამ ანჟელიკას შესახებ მთელ მსოფლიოში მალე მოიხვეჭა პოპულარობა. 1964 წელს გამოვიდა პირველი რომანის ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარ როლებს მიშელ მერსიე და რობერ ოსეინი ასრულებდნენ.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. "ანჟელიკას" შესახებ ისტორიული რომანების ავტორი, ფრანგი მწერალი ან გოლონი 96 წლისა გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო "ფრანს პრესზე" დაყრდნობით.

ან გოლონის ქალიშვილმა განაცხადა, რომ ის პარასკევს ვერსალში გარდაიცვალა.

ან გოლონის ნამდვილი სახელია სიმონა შანჟიო. მან თავის მეუღლე სერჟ გოლონთან ერთად (ვსევოლოდ დოლუბინოვი) მე–17 საუკუნის ლამაზი ავანტიურისტი ქალის, ანჟელიკას შესახებ 13 რომანისგან სერია შექმნა.

პირველი რომანი "ანჟელიკა – ანგელოზების მარკიზა" 1956 წელს გერმანიაში დაიბეჭდა ან გოლონის სახელით. შემდეგ წელს ის საფრანგეთში გამოსცეს, სადაც ავტორებად ან და სერჟ გოლონები იყვნენ მითითებული. მაშინ მიიჩნევდნენ, რომ მამაკაცის სახელის დამატებამ წიგნს მეტი სერიოზულობა შესძინა. 

მოგვიანებით სიმონა შანჟიო ამტკიცებდა, რომ წიგნის ავტორი თავად იყო, მეუღლე კი მას ისტორიული მასალების მოძიებაში ეხმარებოდა.

წიგნების სერიამ ანჟელიკას შესახებ მთელ მსოფლიოში მალე მოიხვეჭა პოპულარობა. 1964 წელს გამოვიდა პირველი რომანის ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარ როლებს მიშელ მერსიე და რობერ ოსეინი ასრულებდნენ. ამას კიდევ ოთხი ფილმი მოჰყვა. 2013 წელს გამოჩნდა "ანჟელიკა – ანგელოზების დედოფალის" ახალი ვერსია, რომელიც არიელ ზეიტუნმა გადაიღო.

ყველა ახალი ამბავი
0