11:37 24 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ქირურგი გულზე ოპერაციის დროს

ქართველ გოგონას ბელარუსი ბიჭის გული გადაუნერგეს

© Fotolia/ Kadmy
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
15101

გულის ტრანსპლანტაცია 8 ივნისს ჩატარდა, პოსტოპერაციული პერიოდი დადებითი დინამიკის ფონზე მიმდინარეობს.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ბელარუსმა კარდიოლოგებმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს და 13 წლის გოგონას გული გადაუნერგეს, განუცხადეს "Sputnik-საქართველოს" რესპუბლიკურ სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრ „კარდიოლოგიაში".

დონორი 29 წლის მინსკელი მამაკაცი გახდა, რომელიც ინსულტით გარდაიცვალა, იუწყება გამოცემა Беларусь сегодня.

ქართველი გოგონას დიაგნოზი მძიმე იყო — „რესტრიქტიული კარდიომიოპათია". ეს კარდიომიოპათიის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ფორმაა. ის შეიძლება განვითარდეს როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ისე სხვადასხვა დაავადებების შემადგენელი ნაწილიც იყოს. რესტრიქტიული კარდიომიოპათიის წარმოშობა ჯერჯერობით გაურკვეველია. სავარაუდოდ, ის ვირუსული ან მემკვიდრეობითი წარმოშობისაა, თუმცა დამტკიცებული თეორია არ არსებობს.

იგივე დიაგნოზის გამო გარდაიცვალა იმ გოგონას უფროსი და, რომელსაც ბელარუსმა ექიმებმა გული გადაუნერგეს. ის 16 წლის იყო. მშობლებმა გულის ოპერაციის ჩატარება მინსკში მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც თბილისში ახალგაზრდა ბიჭი გაიცნეს, რომელსაც ბელარუსში წარმატებული ტრანსპლანტაცია გაუკეთდა.

გულის გადანერგვის ოპერაცია 8 ივნისს ჩატარდა. როგორც ცენტრში იუწყებიან, პოსტოპერაციული პერიოდი დადებითი დინამიკის ფონზე მიმდინარეობს.

ოპერაცია გოგონას ჩაუტარდა პროფესორის, აკადემიკოსის, კარდიოქირურგ იური ოსტროვსკის ხელმძღვანელობით. მისი ასისტენტები იყვნენ ექიმები კარდიოლოგები კირილ რუბახოვი და ევგენი გორბაჩოვი.

 

მთავარი თემები