05:39 23 ივნისი 2017
პირდაპირი ეთერი
პარიზი, ინციდენტის ადგილი

პარიზში ავტომანქანა პოლიციის ფურგონს შეეჯახა

© REUTERS/ Gonzalo Fuentes
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
13 0 0

თავდასხმის ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების მანქანები და მეხანძრეები, სპეცოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით პოლიცია სთხოვს მოსახლეობას ამ რაიონს თავი აარიდოს.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. პარიზის პოლიცია ელისეის მინდვრებზე სპეცოპერაციას ატარებს, იუწყება Sputnik France პარიზის პრეფექტურაზე დაყრდნობით.

ელისეის მინდვრებზე ავტომობილი პოლიციის ფურგონს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ მანქანა აალდა, ჟანდარმებმა მასში მჯდომი 33 წლის მამაკაცი დააკავეს.

თავდამსხმელი სპეცსამსახურებისთვის ცნობილი იყო როგორც უსაფრთხოებისთვის პოტენციურად საშიში პირი, მის ავტომობილში ნაპოვნია კალაშნიკოვის ავტომატი, პისტოლეტები და ტყვია-წამალი.#BREAKING: Paris #ChampsElysees cordoned off after car crashes into police van pic.twitter.com/M7rHDYl7ka

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა განზრახ იყო ჩადენილი. ამჟამად ბოროტმოქმედი მედიკოსების ხელშია, თუმცა, "სავარაუდოდ, ის მკვდარია".

მარინის თეატრის ირგვლივ, სადაც გამნაღმელები მუშაობენ, პოლიციელები უსაფრთხოების პერიმეტრს ქმნიან. თავად თეატრი ევაკუირებულია. პრეფექტურა მოსახლეობას ოპერაციის ჩატარების ადგილზე ყოფნისგან თავის შეკავებას ურჩევს.

 

მთავარი თემები