საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთში: გაიმარჯვა პრეზიდენტის პარტიამ

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova / გადასვლა მედიაბანკშიემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოძრაობამ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა, მეორე ადგილზე „რესპუბლიკელები“ გავიდნენ, მესამეზე – „ეროვნული ფრონტი“.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საფრანგეთში გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოძრაობა „წინ რესპუბლიკის“ კანდიდატებმა ეროვნული საკრებულოში 577 ადგილიდან 308 მოიპოვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო  РИА Новости ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით.

არჩევნები საფრანგეთში - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთში: მეორე ტური

კიდევ 42 მანდატი მოიპოვა პრეზიდენტის მოძრაობის მოკავშირე – ცენტრისტების პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა“ (MoDem). ასე რომ, მაკრონის მოძრაობას ეროვნულ საკრებულოში ხმების აბსოლუტური უმრავლესობა აქვს.

მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ „რესპუბლიკელები“ 113 სადეპუტატო მანდატი მოიპოვა, სოციალისტურმა პარტიამ — 29, მემარჯვენე-ცენტრისტულმა „დემოკრატებისა და დამოუკიდებლების კავშირმა“ – 18, ჟან-ლუკ მელანშონის „დაუმარცხებელმა საფრანგეთმა“ — 10 და მარინ ლე პენის „ეროვნულმა ფრონტმა“ – 8.

ყველა ახალი ამბავი
0