ტყის ხანძრების შედეგად პორტუგალიაში 62 ადამიანი დაიღუპა

© photo: Sputnik / Anna Ogorodnik / გადასვლა მედიაბანკშიტყის ხანძარი
ტყის ხანძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პორტუგალიაში სამ დღიანი გლოვაა გამოცხადებული - კვირიდან სამშაბათამდე.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. პორტუგალიაში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა. დაზარალებულია 54 ადამიანი, — იტყობინება Sputnik ბელორუსი პორტუგალიის მედიაზე დაყრდნობით.  ცეცხლი მძვინვარებს პედროგან-გრანდის მუნიციპალიტეტში — ლისაბონიდან 200 კილომეტრში. ​19 people died today, in a huge fire in Pedrogão Grande, Portugal… So sad… RIP 😢 💔 pic.twitter.com/JMxUMKdIGk

წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი შესაძლოა გაჩენილიყო პირენეის ნახევარკუნძულზე სიცხის გამო — იქ თერმომეტრის სვეტი 40 გრადუსს ასცდა. ასევე ცეცხლის სწრაფად გავრცელებას ხელი შეუწყო ძლიერმა ქარმა. A forest fire in central #Portugal killed 19 people Saturday; one of the country's deadliest forest fires in decades https://t.co/f6oyb8pF9N pic.twitter.com/Wq9U8Qtxcf

ხანძრის გამო დაზარალდა რამდენიმე დასახლებული პუნქტი, თუმცა დაზუსტებული მონაცემები არ არსებობს. ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობას იღებს 1600-ზე მეტი ადამიანი: სამხედროები, მაშველები, 15 თვითმფრინავი და ვერტმფრენი ასევე 500-მდე სატრანსპორტო საშუალება, პორტუგალიელ მეხანძრეებს დახმარება საფრანგეთმა, გერმანიამ და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა შესთავაზეს. 


ყველა ახალი ამბავი
0