საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთში: მეორე ტური

© REUTERS / Eric Gaillardარჩევნები საფრანგეთში
არჩევნები საფრანგეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა, რომელთა უმეტესობა 18:00 საათზე დაიხურება, თუმცა დიდ ქალაქებში ხმის მიცემა საარჩევნო უბნებზე 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საფრანგეთში ქვეყნის ეროვნული საკრებულოს (პარლამენტის ქვედა პალატა) მეორე ტური იმართება, რომელშიც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს 47 მილიონმა ამომრჩეველმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა, რომელთა უმეტესობა 18:00 საათზე დაიხურება, თუმცა დიდ ქალაქებში ხმის მიცემა საარჩევნო უბნებზე 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

უკვე საკუთარი არჩევანი გააკეთეს გვადელუპის, საფრანგეთის გვიანას, მარტინიკის,  სენ-მარტენის, საფრანგეთის პოლინეზიის და სენ-პიერი და მიქელონის ამომრჩეველმა.

ასევე გახსნილია საარჩევნო უბნები ამერიკაში მცხოვრები ფრანგებისთვის. რეიუნიონის, ახალი კალედონიის და მაიოტის მცხოვრებლები არჩევნების მეორე ტური მონაწილეობას კვირას მიიღებენ.

საფრანგეთში, გასულ კვირას, საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. მთლიანად  ქვეყანაში  პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის  მოძრაობა „წინ რესპუბლიკის“ და მისი მოკავშირე-ცენტრისტების პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ (MoDem) კანდიდატებს ხმა მისცა ამომრჩეველთა 32,3%-მა. შემდეგ მოდიან მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „რესპუბლიკელები“ 15,8%, მარინ ლე პენის მემარჯვენეები „ეროვნული ფრონტი“ – 13,2%, ჟან-ლუკ მელანშონის მემარცხენეები „გაუტეხელი საფრანგეთი“ – 11,0% და ყოფილი მმართველი მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალისტური პარტია“ — 7,4%.

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება: დეპუტატებს 577 ერთმანდატიან ოლქში ირჩევენ. პირველ ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატებს ხმათა 50% უნდა დეგროვებინათ.. ასეთი ოთხი აღმოჩნდა, დანარჩენ ოლქებში გამარჯვებულები მეორე ტურის შედეგებით გამოვლინდებიან.

„ფინალისტებს“ შორის „წინ რესპუბლიკის“ 45 კანდიდატი, MoDem-ის 62 წარმომადგენელი, „რესპუბლიკელების“ 264 კანდიდატი, „ეროვნული ფრონტის“ 120 წარმომადგენელი, „დაუმარცხებელი საფრანგეთის“ 67 კანდიდატი, „სოციალისტური პარტიის“ 65 წარმომადგენელი.

ყველა ახალი ამბავი
0