სავაჭრო გემთან საესკადრო ნაღმოსანის შეჯახებამ შვიდი მეზღვაურის დაღუპვა გამოიწვია

© REUTERS / Toru HanaiUSS Fitzgerald-საესკადრო გემი
USS Fitzgerald-საესკადრო გემი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილიპინურ სავაჭრო გემთან ამერიკული საესკადრო ნაღმოსნის Fitzgerald-ის შეჯახებისას დაკარგული მეზღვაურები დაიღუპნენ, მათი ცხედრები გემის ჩაძირულ ნაწილში აღმოაჩინეს.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. შეჯახებისას დაზიანებული აშშ-ს საზღვაო ფლოტის საესკადრო ნაღმოსანი USS Fitzgerald-ის ჩიძირულ ნაწილში შვიდი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს,  იუწყება РИА Новости აშშ-ის მეშვიდე ფლოტის განცხადებაზე დაყრდნობით.

შაბათს, დილით, პრეფექტურა სიძუოკას პორტ სიმოდში მოქმედ ზღვაზე უსაფრთხოების სამსახურში შევიდა შეტყობინება აშშ-ის საესკადრო ნაღმოსნის USS Fitzgerald-ის (154 მეტრი სიგრძისა და  8 300 ტონა წყალწყვის) და ფილიპინების დროშით მცურავი კონტეინერმზიდ ACX Crystal-ის (222,6 მეტრი სიგრძისა და 29 000 ტონა წყალწყვის)  ნაპირიდან 20 კილომეტრში მომხდარი შეჯახების შესახებ.

ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა.

მეზღვაურების ცხედრები გემის ჩაძირულ ნაწილში აღმოაჩინეს. ამოცნობის მიზნით, ცხედრები გადასვენებულია ქალაქ იოკოსუკას საავადმყოფოში

ყველა ახალი ამბავი
0