მონტენეგრო ნატოში ფორმალურად ივნისში გაწევრიანდება

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkin / გადასვლა მედიაბანკშიმონტენეგრო
მონტენეგრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონს პარლამენტში 81-დან 46-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. მონტენეგრო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ფორმალურად ივნისის დასაწყისში გაწევრიანდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ქვეყნის ნატოში შესვლის შესახებ კანონის რატიფიცირება მონტენეგროს პარლამენტმა 28 აპრილს მოახდინა. კანონს მხარი 81-დან 46-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კანონს პარლამენტში მხარი დაუჭირეს მმართველი დემოკრატიული პარტიის სოციალისტმა წარმომადგენლებმა, ასევე სხვა მცირე პარტიებმა. ამავე დროს, დემოკრატიული ფრონტი, რომელიც რიგ ოპოზიციურ პარტიებს აერთიანებს, ატარებდა საპროტესტო აქციას და მოითხოვდა, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხი არა პარლამენტს, არამედ საყოველთაო რეფერენდუმს გადაეწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0