ირანის პრეზიდენტის არჩევნები: ლიდერობს როუჰანი

© AP Photo / Iranian Presidency Officeჰასან როუჰანი
ჰასან როუჰანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი მონაცემებით, ირანის მოქმედ პრეზიდენტს, ჰასან როუხანის არჩევნებში მონაწილე 40 მილიონი ადამიანიდან 22,8 მილიონმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ დაახლოებით  22,8 მილიონი ამომრჩევლის ხმა მიიღო. დამუშავებულია 38,9 მლნ ბიულეტენი. ის არჩევნებში ლიდერობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ქვეყნის შსს–სთან არსებული არჩევნების ჩატარების შტაბის უფროსის, ალი ასღარ აჰმადის ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

ისლამური რევოლუციის წლისთავის აღნიშვნა ირანში - Sputnik საქართველო
საპრეზიდენტო არჩევნები ირანში: კანდიდატები და კენჭისყრის მსვლელობა

გუშინ ირანის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა 40 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რაც საერთო ამომრჩეველთა 70%–ს შეადგენს.

მეორე ადგილზეა ირანის ყოფილი გენერალური პროკურორი აიათოლა იბრაჰიმ რაისი. მას ხმა მისცა 15,4 მილიონმა ადამიანმა. მესამეზეა კონსერვატორების კანდიდატი მუსტაფა აღა–მირსალიმი 455 ათასი ხმით.

ბოლო ადგილზეა ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი მუსტაფა ჰაშემი–თაბა. მას ხმა, წინასწარი დათვლით,  210 ათასმა ადამიანმა მისცა.

პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად ირანში ასევე გაიმართა არჩევნები საქალაქო საბჭოებში და პარლამენტში შუალედური არჩევნები.


ყველა ახალი ამბავი
0