სენსაცია: აშშ-ში ბიჭუნა ხელში ჩასახვის საწინააღმდეგო სპირალით დაიბადა

© Sputnik / Levan Avlabreliახალშობილი დექსტერ ტაილერი
ახალშობილი დექსტერ ტაილერი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ეს ის შემთხვევაა, როდესაც სათაურში გამოტანილი სიტყვა "სენსაცია" სულაც არ არის გადაჭარბებული. პირიქით, ის, რაც ამერიკაში, ალაბამას შტატის ერთ-ერთ სამშობიაროში მოხდა, სენსაციაზე ბევრად მეტიცაა.

ცოტა ხნის წინ ინტერნეტ-სივრცე სერიოზულად შეძრა "ინსტაგრამზე" ატვირთულმა ახალშობილის ფოტომ, რომელსაც ხელში ყველაზე ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება, სპირალი ჩაებღუჯა ხელში.

Публикация от Lucy Hellein (@curlykittycrochet) Апр 27 2017 в 3:39 PDT

 

ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა ბიჭუნას დედამ, რომელიც ინსტაგრამზე curlykittycrochet-ის სახელითაა დარეგისტრირებული, და თან მინაწერიც დაურთო:

"ეს ჩემი შვილია, დექსტერ ტაილერი, რომელიც 2017 წლის 27 აპრილს დაიბადა 08:40 საათზე…"

როგორც ხვდებით, დექსტერი დიდი სიურპრიზია დედისთვის, რომელმაც გასული წლის დეკემბერში მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ უკვე 18 კვირის ორსული იყო.

თავის ერთ-ერთ ადრინდელ ფოტოზე დექსტერის დედა წერს:

„გასულ დეკემბერს აღმოვაჩინე, რომ უკვე 18 კვირის ორსული ვიყავი. "როგორ ვერ მიხვდი, რომ ორსულად იყავი?" იმიტომ ვერ მივხვდი, რომ ჯერ კიდევ მაქვს სპირალი. არადა, გარანტია 4 მაისამდე მქონდა. ეს ბიჭი ჩემთვის ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო. როგორც აღმოჩნდა, მე იმ 1%-ის ნაწილი ვარ, ვინც სპირალის მიუხედავად მაინც ორსულდება. მე მუცლის ეს ფოტო სხვა დღეს გადავიღე, როდესაც 37 კვირის ორსული ვიყავი. მე აუცილებლად გავაკეთებ ცხრილს, იმისთვის რომ ვიპოვო სპირალი და დავხურო ბავშვების მწარმოებელი ფაბრიკა. დეივი და ფეი ძალიან ბედნიერები არიან ახალი ძმის მოლოდინში. ის 2017 წლის 27 აპრილს დაიბადება. რაც შეიძლება მეტი Curly Kitty-ს ნაქარგები პატარა სიყვარულისთვის“.

ერთი კვირის წინ გამოქვეყნებულ ფოტოს მყის უამრავი მნახველი გამოუჩნდა. ის კი არა, თუ მის ქვემოთ გაკეთებულ კომენტარებს გადახედავთ, აღმოაჩენთ, როგორ ითხოვენ სხვადასხვა გამოცემების წარმომადგენლები ფოტოს გაშუქებას პირდაპირი ინტერნეტ-ეთერით.

მოკლედ, ინტერნეტ-სივრცეს "ჯიუტი" ამერიკელი ბიჭუნას სახით ახალი ვარსკვლავი ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0