საჰაერო განგაში - მოსკოვის მეტროში სიგნალი შეცდომით ჩაირთო

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშისარემონტო სამუშაო მეტროში
სარემონტო სამუშაო მეტროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვის მეტროპოლიტენში მოსკოვის დროით დაახლოებით 11:00 საათზე ტექნიკური სამუშაოების დროს ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. მოსკოვის მეტროპოლიტენში საჰაერო განგაში შეცდომით გამოცხადდა — შეტყობინებების სიტემის გამართვისას ხანმოკლე ტექნიკური შეცდომა დაფიქსირდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости მეტროპოლიტენის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ესკალატორებზე ისმის საჰაერო განგაშის შესახებ შეტყობინებები და გაფრთხილებები, რომ ესკალატორები მხოლოდ დაშვებაზე მუშაობენ.

"ახლა არავინ არაფერს აცხადებს. შეტყობინებების სისტემის გამართვის დროს ხანმოკლე ტექნიკური შეცდომა მოხდა. დანადგარებზე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობდა, დაახლოებით დილის 11:00 საათზე ხანმოკლე ტექნიკური შეცდომა მოხდა, რომელიც სულ 5 წუთს გაგრძელდა. გაუმართაობა მალევე აღმოიფხვრა. ესკალატორები ორივე მიმართულებით ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა. მეტროპოლიტენის მუშაობაც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა", — აღნიშნა მეტროპოლიტენის წარმომადგენელმა.

ყველა ახალი ამბავი
0