19:16 21 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
ავტომობილი

ავსტრალიაში დააკავეს 12 წლის ბიჭი, რომელმაც 1300 კილომეტრი ავტომობილით მარტომ გაიარა

© Sputnik / Alexander Imedashvili
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
1612

ბიჭი ქალაქ კენდალიდან ქალაქ პერტისკენ მიემართებოდა და დაკავებისას უკვე 1300 კილომეტრი ჰქონდა გავლილი.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. პოლიციამ ავსტრალიის შტატ ახალ სამხრეთ უელსში 12 წლის ბიჭი დააკავა, რომელმაც ავტომობილით 1300 კილომეტრი დამოუკიდებლად გაიარა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Sydney Morning Herald–ზე დაყრდნობით.

ინციდენტი შაბათ დილით მოხდა, თუმცა პოლიციამ ამის შესახებ მხოლოდ კვირას განაცხადა. როგორც შტატის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, ბიჭი ქალაქ კენდალიდან ქალაქ პერტისკენ მიემართებოდა და დაკავებისას უკვე 1300 კილომეტრი ჰქონდა გავლილი.

მისი თქმით, პოლიციელებმა ავტომობილს ყურადღება მიაქციეს იმის გამო, რომ მისი ბუფერი (ბამპერი) მიწაზე ეთრეოდა.

"შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ავტომობილის საჭესთან 12 წლის ბიჭუნა იჯდა, რომელიც კენდალიდან პერტში მიემგზავრებოდა", – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

პოლიციამ ბიჭი დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა. ინციდენტის დეტალები დგინდება.

მთავარი თემები