ინგლისელმა McDonalds-ის 19 წლის წინანდელი ორი პაკეტი სოუსი 14,7 ათას დოლარად გაყიდა

© PAUL J. RICHARDS / AFPმაკდონალდსი
მაკდონალდსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ იფსვიჩის მცხოვრებმა, „ძალიან ძველი ავტომობილის“ დასუფთავებისას სიჩუანისა და ვასაბის სოუსების ორი გაუხსნელი პაკეტი იპოვა.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის მოქალაქემ eBay-ს აუქციონზე McDonalds-ს 19 წლის წინანდელი ორი პაკეტი სოუსი 14,7 ათას დოლარად გაყიდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Standard-ზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ იფსვიჩის მცხოვრებმა, „ძალიან ძველი ავტომობილის“ დასუფთავებისას სიჩუანისა და ვასაბის სოუსების ორი გაუხსნელი პაკეტი იპოვა.

გამოცემის ინფორმაციით, McDonalds-მა ეს სოუსები 1998 წელს ანიმაციური ფილმის, „მულანის“ ეკრანებზე გამოსვლას დაუკავშირა და სწორედ მაშინ გაუშვა გაყიდვაში.

Standard-ის ვარაუდით, ლოტზე დიდი მოთხოვნა და მაღალი ფასი მულტსერიალმა „რიკი და მორტიმ“ განაპირობა, რომელშიც სიჩუანის სოუსია ნახსენები.

აღნიშნული სოუსის მოყვარულებმა პეტიციაც კი შეადგინეს „მაკდონალდსის“ სახელზე და ის ვებგვერდ change.org-ზე ატვირთეს. პეტიციით, რომელსაც 20 ათასმა კაცმა მოაწერა ხელი, ისინი სიჩუანის წარმოების აღდგენას მოითხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0