„ისლამურმა სახელმწიფომ" ერაყში ამერიკელებზე შეტევისას იპრიტი გამოიყენა

© REUTERS / Thaier Al-Sudaniსამხედრო ტექნიკა მოსულში
სამხედრო ტექნიკა მოსულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერაყში სამხედრო ნაწილზე ქიმიური შეტევის შემდეგ, სადაც აშშ-დან და ავსტრალიიდან მრჩევლები იმყოფებოდნენ, სამედიცინო დახმარება 25 სახედრო მოსამსახურეს დასჭირდა.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა ერაყში სამხედრო ნაწილზე შეტევისას მომწამვლელი ნივთიერება იპრიტი გამოიყენეს. ნაწილში ამ დროს იმყოფებოდნენ მრჩევლები აშშ-დან და ავსტრალიიდან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ CBS–ზე დაყრდნობით.

კვირას განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

სააგენტო "ასოშიეიტედ–პრესს" ბრიგადის გენერალმა იაჰია რასულმა განუცხადა, რომ ტერორისტების შეტევის შედეგად სუნთქვის პრობლემების გამო ექვსი ჯარისკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. CBS–ის კორესპონდენტის მონაცემებით, სამედიცინო დახმარება 25 სამხედრო მოსამსახურეს დასჭირდა. მრჩევლები შეტევის შედეგად არ დაშავებულან.

ავსტრალიის პრემიერ–მინისტრმა მალკოლმ ტერნბულმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ავსტრალიელი სამხედროებიდან არავინ დაშავებულა. ამასთან, ტელეარხის მონაცემებით, პენტაგონს ერაყის სამხედრო ნაწილზე "უმნიშვნელო" ქიმიური შეტევის შესახებ აცნობეს.

ყველა ახალი ამბავი
0