აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოსკოვში: ტილერსონი და ლავროვი მოლაპარაკებებს აწარმოებენ

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის მოლაპარაკებების შემდეგ სტუმარი შეიძლება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიწვიოს.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის ვიზიტს მოსკოვში დროული უწოდა, აღნიშნულის რუსეთის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

"არ დავმალავ და ჩვენ ბევრი კითხვა დაგვიგროვდა, თუ გავითვალისწინებთ ფრიად არაერთმნიშვნელოვან, ხანდახან ურთიერთსაწინააღმდეგო იდეებს, რომლებიც გამოითქვა ვაშინგტონში ორმხრივი და მრავალმხრივი საქმეების მთელ პალიტრაში. უკვე აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ განცხადებების გარდა, სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ ძალზე საგანგაშო ქმედებები, როდესაც სირიის წინააღმდეგ მართლსაწინააღმდეგო შეტევა განახორციელეს", — განაცხადა ლავროვმა მოლაპარაკებების დაწყების წინ.

7 აპრილის გამთენიისას შეერთებულმა შტატებმა სამხედრო–საზღვაო ხომალდებიდან ფრთოსანი რაკეტებით შეუტია სირიის პროვინცია ჰომსში მდებარე შაირათის აეროდრომს, საიდანაც, არსებული ინფორმაციით, განხორციელდა ქიმიური შეტევა პროვინცია იდლიბზე. პენტაგონის ცნობით, სულ შეტევაში 59 ფრთოსანი რაკეტა მონაწილეობდა. ჰომსის გუბერნატორის განცხადებით, დაიღუპა 7 ადამიანი – 5 სამხედრო და ორიც ახლომდებარე სოფელში მცხოვრები სამოქალაქო პირი.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი - Sputnik საქართველო
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სირიის გამო რუსეთში ვიზიტი გადადო

ამასთან, ლავროვის განცხადებით, ტილერსონის ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა, გაარკვიონ რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთქმედებების პერსპექტივები.

"ის (ტილერსონის ვიზიტი) წარმოგვიდგენს ასე აუცილებელ შესაძლებლობას, რომ, როგორც პრეზიდენტები პუტინი და ტრამპი შეთანხმდნენ, ღიად და გულწრფელად გაირკვეს ურთიერთქმედებების პერსპექტივები ყველა ამ საკითხზე და პირველ რიგში, ფართო ანტიტერორისტული ფრონტის ჩამოყალიბებაზე", — განაცხადა ლავროვმა.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის სირიაზე მიტანილ იერიშს პროპორციულად მიიჩნევს

მან აღნიშნა, რომ რუსეთმა არაერთხელ დაადასტურა, რომ მზადაა კონსტრუქციული, თანასწორუფლებიანი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის ერთმანეთის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით.

"ეს ჩვენი თანამიმდევრული ხაზია, ის მხოლოდ საერთაშორისო სამართლის კალაპოტში ყალიბდება და არა წამიერი კონიუნქტურის ან ცრუ არჩევნის — "ან ჩვენთან ხართ, ან ჩვენ წინააღმდეგ" — ზემოქმედებით", — აღნიშნა ლავროვმა.

გამორიცხული არაა, რომ ტილერსონს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეხვდეს, განაცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

ყველა ახალი ამბავი
0