პარალიზებულმა მამაკაცმა ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით აზრის ძალით ხელი აამოძრავა

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშიდაკვირვება თავის ტვინზე
დაკვირვება თავის ტვინზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბილ კოჩევარის თავის ტვინში განსაკუთრებული ელექტრონული იმპლანტანტი მოათავსეს ტვინის სიგნალების დეკოდირებისთვის, ხოლო წინამხრებში სპეციალური სენსორები ჩაუყენეს თავის ტვინის სიგნალების "წასაკითხად" და ხელის მოძრაობის სტიმულირებისთვის.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. აშშ-ში ახალმა ტექნოლოგიებმა პარალიზებულ მამაკაცს საშუალება მისცა ნაწილობრივ აკონტროლოს ხელის მოძრაობა თავის ტვინიდან წამოსული სიგნალების მეშვეობით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

აღნიშნული კვლევის შედეგები სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში იყო გამოქვეყნებული.

პარკინსონი - Sputnik საქართველო
სენსაციური აღმოჩენა: პარკინსონის დაავადება ტვინში ნაწლავებიდან აღწევს

53 წლის ბილ კოჩევარი (Bill Kochevar) 8 წლის წინ ავტოავარიაში მოხვდა და პარალიზებულია. როგორც გამოცემა Financial Times წერს, კლივლენდის კეის ვესტერნ რეზერვის კერძო უნივერსიტეტის გუნდის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიის წყალობით კოჩევარი პირველი ადამიანია კვადრიპლეგიის დიაგნოზით (ოთხივე კიდურის დამბლა), რომელმაც ნაწილობრივ აღადგინა კონტროლი ხელის მოძრაობაზე.

ბილ კოჩევარის თავის ტვინში განსაკუთრებული ელექტრონული იმპლანტანტი მოათავსეს ტვინის სიგნალების დეკოდირებისთვის, ხოლო წინამხრებში სპეციალური სენსორები ჩაუყენეს თავის ტვინის სიგნალების "წასაკითხად" და ხელის მოძრაობის სტიმულირებისთვის. პაციენტს ხელზე ასევე დაუმაგრეს სპეციალური ავტომატური მექანიზმი, რომელიც კიდურის მოძრაობას შესაძლებელს ხდის.

"ეს კვლევა პირველად წარმოაჩენს ზურგის ტვინის დაზიანების აღმოფხვრის შესაძლებლობასა და კვადრიპლეგიის დიაგნოზის მქონე ადამიანში გარკვეული დამოუკიდებლობის აღდგენას", — განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა ბობ კირშმა (Bob Kirsch).

აღსანიშნავია, რომ კოჩევარის მოძრაობები ჯერჯერობით ნელია და ტექნოლოგიას შემდგომი სრულყოფა სჭირდება, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მთავარი მიღწეულია — კაჩევარმა სხვების დაუხმარებლად, დამოუკიდებლად ჭამა შეძლო.

ყველა ახალი ამბავი
0