ჩინეთში იპოვეს საბადო 22 მლრდ დოლარის ღირებულების ოქროს მარაგით

© photo: Sputnik / Oleg Lastochkin / გადასვლა მედიაბანკშიოქროს ზოდები
ოქროს ზოდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძვირფასი მეტალის შემცველი ფენა ორ კილომეტრზე ვრცელდება, ხოლო თავად ფენის სისქე 67 მეტრია. ოქროს შემცველობა მადანში ერთ ტონაზე 4,52 გრამს შეადგენს.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ჩინეთის აღმოსავლეთით ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ოქროს საბადო აღმოაჩინეს, რომლის მარაგიც 22 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო China News-ზე დაყრდნობით.

ოქრო - Sputnik საქართველო
იაპონიაში აუქციონზე 64 კგ კონტრაბანდული ოქრო გაიყიდება

ჩინურმა სააგენტომ, თავის მხრივ, ინფორმაცია კომპანია Shandong Gold Group-ისგან მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძვირფასი მეტალის შემცველი ფენა ორ კილომეტრზე ვრცელდება, ხოლო თავად ფენის სისქე 67 მეტრია. ოქროს შემცველობა მადანში ერთ ტონაზე 4,52 გრამს შეადგენს.

წინასწარი გაანგარიშებით, თუ საწარმო დღეში 10 ათასი ტონა ქანის გადამუშავებას შეძლებს, მარაგი 40 წლის განმავლობაში არ ამოიწურება — უწყვეტად, მთელი სიმძლავრით მუშაობის შემთხვევაშიც კი.

ყველა ახალი ამბავი
0