ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული რაკეტა სტარტის შემდეგ აფეთქდა

© AP Photo/Ahn Young-joonბირთვული გამოცდა კორეაში
ბირთვული გამოცდა კორეაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ისა და სამხრეთ კორეის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეაში რაკეტა წარუმატებლად გაუშვეს.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეაში გაშვებული რაკეტა, რომელიც ოთხშაბათს დილით აღმოსავლეთ სანაპიროდან, ქალაქ ვონსანის რაიონში გაუშვეს, გაშვებისთანავე აფეთქდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეკომპანია NHK-ზე დაყრდნობით.

მასმედიის ინფორმაციით, რაკეტა ჰაერში აფეთქდა. რაკეტის ტიპი უცნობია. ამას სამხრეთკორეელი სამხედროები არკვევენ.

"ჩრდილოეთ კორეამ რაკეტა ვონსანის ავიაბაზიდან დღეს დილით გაუშვა, სავარაუდოდ, ეს წარუმატებელი გაშვება იყო", — განაცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

რაკეტის წარუმატებელი გაშვების შესახებ განაცხადა ასევე აშშ-ის წყნარი ოკეანის სარდლობამ.

"აშშ-ის წყნარი ოკეანის სარდლობამ დააფიქსირა ის, რასაც ჩვენ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვების წარუმატებელ ცდას ვუწოდებთ…", — განაცხადა USPACOM-ის წარმომადგენელმა დეივ ბენემმა, იუწყება სააგენტო "როიტერი".

მეხუთე თაობის ამერიკული გამანადგურებლის, F-35 Lightning-II-ის მაკეტი სინგაპურის „აეროშოუ 2008-ზე“ - Sputnik საქართველო
სამხრეთ კორეა და აშშ სამხედრო სწავლება Key Resolve-ს იწყებენ

ჩრდილოეთ კორეაში რაკეტის მორიგმა გაშვებამ ყურადღება იმითაც მიიპყრო, რომ ეს მოხდა სამ დღეში მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ რაკეტის ახალი ძრავის სახმელეთო ცდები წარმატებით ჩაატარა.

მარტის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ რაკეტის ოთხი გაშვება განახორციელა. ერთი მათგანი იაპონიის აკიტას პრეფექტურიდან 200 კილომეტრში ჩამოვარდა, სამი კი — 300-500 კილომეტრში.

იაპონიის პრემიერმა სინძომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვებას იაპონიისთვის "საფრთხის ახალი დონე" უწოდა. მოგვიანებით ჩრდილოეთ კორეამ ამ გაშვებებს უწოდა იმ ქვედენაყოფის წვრთნების ნაწილი, რომელიც იაპონიაში ამერიკულ ბაზებზე დარტყმებში სპეციალიზდება. ასეთი ქვედანაყოფის არსებობის თვითონ ფაქტმა ტოკიოში შოკი გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0