ლიბერმანი: ისრაელი სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით კომპლექსს გაანადგურებს

© East News / AP/FOTOLINKავიგდორ ლიბერმანი
ავიგდორ ლიბერმანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ კვირაში, მას შემდეგ, რაც სირიის ტერიტორიაზე სამიზნეები დაცხრილა, ისრაელის ავიაციას მიწიდან სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი პირობას დებს, რომ კვლავაც აღკვეთს ლიბანური "ჰესბოლასთვის" იარაღის მიწოდების ფაქტებს და გაანადურებს სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი კომპლექსის ბატარეებს, თუ ისინი ცეცხლს გაუხსნიან ამ ამოცანის განხორციელებაში ჩართულ ისრაელის ავიაციას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

"არ დავუშვებთ, რომ "ჰესბოლამ" თანამედროვე სარაკეტო სისტემები მიიღოს. ამიტომ ყოველ ჯერზე, როცა ჩვენთვის ცნობილი გახდება, რომ სირიიდან ლიბანის მიმართულებით სტრატეგიული იარაღის გადაგზავნა იგეგმება, აუცილებლად აღვკვეთთ ამის მცდელობას", — განაცხადა ლიბერმანმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში, მას შემდეგ, რაც სირიის ტერიტორიაზე სამიზნეები დაცხრილა, ისრაელის ავიაციას მიწიდან სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს.

სარაკეტო დარტყმა - Sputnik საქართველო
ისრაელელი სამხედროები ღაზის სექტორის დაბომბვას უარყოფენ

"შემდეგ ჯერზე, თუ სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი კომპლექსები კვალავაც მიიტანენ იერიშს ჩვენ ავიაციაზე, ჩვენ მათ გავანადგურებთ", — ციტირებს ისრაელის თავდაცვის მინისტრის სიტყვებს მისი პრეს-სამსახური.

ლიბერმანის განცხადებით, ისრაელს არც სირიაში მიმდინარე ომში არც ერთ მხარეზე ჩართვა არ სურს და არც რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება.

ისრაელი ხაზს უსვამს, რომ სირიის ტერიტორიაზე განხორციელებული შეტევისას მათი სამიზნე ის კოლონა იყო, რომელსაც ლიბანური "ჰესბოლასთვის" იარაღი გადაჰქონდა და ბოევიკები გადაჰყავდა, და ასევე უარყოფს სირიის არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს სირიელმა მეზენიტეებმა ისრაელის კუთვნილი ერთი თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლეს.

ყველა ახალი ამბავი
0