16:12 21 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
Eurofighter Typhoon-ის გამანადგურებელები

ნატოს გამანადგურებლები ესტონეთის თავზე საწვრთნელ ფრენებს ყოველდღე განახორციელებენ

© Sputnik/ Алексей Витвицкий
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
12 0 0

მას შემდეგ, რაც ბალტიის ქვეყნები სამხედრო ალიანსის წევრები გახდნენ, მათ საჰაერო სივრცეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო გამანადგურებლები იცავენ როტაციის წესით.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. გერმანიის სამხედრო საჰაერო ძალების გამანადგურებლები Eurofighter Typhoon, რომლებიც ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცის დაცვის მისიას ასრულებენ და ტალინის სიახლოვეს მდებარე ემარის ავიაბაზაზე არიან განთავსებული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ესტონეთის თავზე ყოველდღიურ საწვრთნელ ფრენებს განახორციელებენ დაბალ სიმაღლეზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ქვეყნის თავდაცვის მთავარ შტაბზე დაყრდნობით.

"გერმანიის სამხედრო–საჰაერო ძალების გამანადგურებლები Eurofighter Typhoon სამუშაო დღეებში ფრენებს არანაკლებ 152 მ სიმაღლეზე განახორციელებენ, დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით. ფრენები დღის პირველ ნახევარში შესრულდება", — ნათქვამია განცხადებაში.

ნატოს გამანადგურებლები მსგავს ფრენებს რეგულარულად ახორციელებენ ბალტიის ქვეყნების თავზე მათი საჰაერო სივრცის დაცვის მისიის ფარგლებში. გერმანიის სამხედრო საჰაერო ძალების პილოტები ოთხი Eurofighter Typhoon-ის ტიპის გამანადგურებლით მისიას 2016 წლის 31 აგვისტოს შეურთდნენ, ჩაანაცვლეს რა დიდი ბრიტანეთის იმავე ტიპის ოთხი გამანადგურებელი.

ბოლო დროს ესტონეთის თავზე საწვრთნელი ფრენები ყოველკვირეულად ხორციელდება.

ბალტიის ქვეყნებს საჰაერო პატრულირებისთვის გამოსადეგი თვითმფრინავები არ გააჩნიათ. ამიტომ 2004 წლის აპრილიდან, მას შემდეგ, რაც ისინი სამხედრო ალიანსის წევრები გახდნენ, ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო გამანადგურებლები იცავენ როტაციის წესით.

მთავარი თემები