იაპონიამ რუსეთს დიპლომატიური არხებით პროტესტი გაუგზავნა

© photo: Sputnik / В. Титов / გადასვლა მედიაბანკშიკუნძული შიკოტანი
კუნძული შიკოტანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის სათათბიროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „გრძელდება აქტიური მუშაობა კურილის კუნძულების დასაცავად... და იქ დივიზია უნდა განთავსდეს“.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. იაპონიის მთავრობამ დიპლომატიური არხებით პროტესტი გაუგზავნა რუსეთს მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ მოსკოვს 2017 წელს კურილის კუნძულებზე დივიზიის განთავსება აქვს განზრახული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости იაპონიის მთავრობის გენერალურ მდივან იოსიჰიდე სუგაზე დაყრდნობით.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე - Sputnik საქართველო
იაპონიის პრემიერი ომის შემდეგ დარჩენილი პრობლემებისთვის წერტილის დასმას აპირებს

„პროტესტი დიპლომატიური არხებით გაიგზავნა 22 და 23 თებერვალს. სამწუხარო იქნება, თუ რუსეთის სამხედრო ძალები გააძლიერებს ყოფნას ჩრდილოეთ ტერიტორიებზე. ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება ჩვენი სახელმწიფოს პოზიციას“, — ხაზგასმით აღნიშნა სუგამ პრესკონფერენციაზე.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ რუსეთის სათათბიროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „გრძელდება აქტიური მუშაობა კურილის კუნძულების დასაცავად… და იქ დივიზია უნდა განთავსდეს“.

კურილის კუნძულები დღემდე სადავო ტერიტორიად რჩება იაპონიასა და რუსეთს შორის. 1855 წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სიმოდის ტრაქტატის თანახმად, იაპონიის მფლობელობაში გადავიდა კუნძულები კუნაშირი, შიტოკანი, იტურუპი და ჰაბომაი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს კუნძულები რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდა ხაბაროვსკის მხარის სამხრეთ სახალინის ოლქის სახელწოდებით. ტოკიო სწორედ ამ ტერიტორიის მისთვის დაბრუნების პირობით აცხადებს თანხმობას რუსეთთან საზავო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე, რომელიც დღემდე არ გაფორმებულა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0