გარდაიცვალა მსახიობი უორენ ფროსტი

© photo: Sputnikსერიალი „თვინ ფიქსი“
სერიალი „თვინ ფიქსი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
91 წლის ფროსტი პარასკევ დილას გარდაიცვალა საკუთარ სახლში, ვერმონტის შტატის ქალაქ მიდლბერიში.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ცნობილი სერიალის, „თვინ ფიქსის“ ერთ-ერთი როლის შემსრულებელი, მსახიობი უორენ ფროსტი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Hollywood Reporter-ზე დაყრდნობით.

91 წლის ფროსტი პარასკევ დილას გარდაიცვალა საკუთარ სახლში, ვერმონტის შტატის ქალაქ მიდლბერიში.

მწუხარებით ვიუწყებით ჩვენი მოხუცი მამის გარდაცვალების შესახებ. მოხარულები ვართ, რომ მასთან ერთად გავიზიარეთ მისი ხანგრძლივი ცხოვრება“, — განაცხადა „თვინ ფიქსის“ სცენარისტმა და მსახიობის ვაჟმა მარკ ფროსტმა.

გამოცემის ინფორმაციით, უორენ ფროსტი სერიალის 30 ეპიზოდშია გადაღებული. ის ძირითადად თეატრში მუშაობდა. იყო მინესოტის უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პედაგოგი და თეატრ „ქიმერას“ ხელმძღვანელი. კინოსა და სატელევიზიო შოუებში 1958 წლიდან იღებდნენ, თუმცა პოპულარული ის მაინც „თვინ ფიქსში“ მონაწილეობის შემდეგ გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0