შეცდომით მიღებული მიშლენის ვარსკვლავის გამო ფრანგული ბისტრო კლიენტებს ვერ აუდის

© Sputnik / Alexander Imedashviliერთ-ერთი თბილისური ღია კაფე წვიმის დროს
ერთ-ერთი თბილისური ღია კაფე წვიმის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეიტინგის ონლაინ-ვერსიის თანახმად, Bouche à Oreille-ს მზარეულებს განსაკუთრებით კარგად გამოსდით ბურგუნდიული საქონლის ხორცისგან დამზადებული კერძი „ბეფ ბურგინიონი“ და მიდიები ფრისთან ერთად.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საფრანგეთის პროვინცია შერში მდებარე პატარა ბისტრო Bouche à Oreille-მა ტექნიკური შეცდომის გამო სარესტორნო რეიტინგში „მიშლენის“ ვარსკვლავი მიიღო და ახლა კლიენტების ნაკადს ვეღარ აუდის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ LCI-ზე დაყრდნობით.

სარესტორნო გიდი „მიშლენი“ (Michelin) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი სარესტორნო რეიტინგია მსოფლიოში. გიდი 1900 წლიდან გამოიცემა და სამვარსკვლავიანი სისტემით აფასებს სხვადასხვა ქვეყნებისა და ქალაქების რესტორნებს. 

საქორწილო ვარდები - Sputnik საქართველო
Forbes-ის რეიტინგში ორი ქართულ-სომხური ქორწილი მოხვდა

2017 წლის რეიტინგების შემდგენლებს შერში მდებარე ბისტრო, რომელშიც კომპლექსური სადილი 12,5 ევრო ღირს, ესონის დეპარტამენტში მდებარე იმავე დასახელების კაფეში აერიათ, სადაც სადილი 48 ევრო ჯდება, და საიტზე მისამართი შეცდომით მიუთითეს. ამის შემდეგ ბისტროს გურმანების ნაკადი მიაწყდა.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკური შეცდომა მხოლოდ საიტზეა დაშვებული, „მიშლენის“ გიდის ბეჭდურ გამოცემაში ყველაფერი სწორადაა მითითებული.  

„ვიხრჩობი. ახალი კლიენტები მყავს, რომლებსაც სამ და ოთხ კაცზე უნდათ მაგიდები… მაგრამ არც ფართობი გვყოფნის და არც ხელები“, — განაცხადა ბისტროს მეპატრონემ, სახელად ვერონიკამ.

რეიტინგის ონლაინ-ვერსიის თანახმად, Bouche à Oreille-ს მზარეულებს განსაკუთრებულად კარგად გამოსდით ბურგუნდიული საქონლის ხორცისგან დამზადებული კერძი „ბეფ ბურგინიონი“ და მიდიები ფრისთან ერთად.

აღწერილობაში ასევე ნათქვამი იყო, რომ „დანარჩენი კერძებიც ძალიან გემრიელია და ადგილზე მზადდება“.

ვერონიკამ აღნიშნა, რომ მის კაფეშიც ზუსტად ასევე — ადგილზე და მთელი გულით მზადდება უგემრიელესი კერძები და სულაც არ აქვს მნიშვნელობა, ფლობს თუ არა რესტორანი „მიშლენის“ ვარსკვლავს.

ყველა ახალი ამბავი
0