02:13 17 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8660
  • 100 RUB3.9322
  • USD2.4479
თეირანი

WSJ: აშშ ირანის წინააღმდეგ არაბული სამყაროს ქვეყნებთან ალიანსის შექმნაზე მსჯელობს

© photo: Sputnik /
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
902

სტატიაში ნათქვამია, რომ ალიანსს ექნება ნატოს სისტემის კომპონენტი, რომელიც ორმხრივ დაცვას გულისხმობს: ალიანსის წევრ ერთ ქვეყანაზე თავდასხმა შეფასებული იქნება, როგორც თავდასხმა მთლიანად ალიანსზე.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ტრამპის ადმინისტრაცია არაბ მოკავშირეებთან სამხედრო ალიანსის შექმნის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელიც ირანის წინააღმდეგ იქნება მიმართული და რომელიც ისრაელს სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Wall Street Journal-ზე დაყრდნობით.

ამერიკული გამოცემა, თავის მხრივ, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სამთავრობო წრეებში არსებულ წყაროებს ეყრდნობა.   

ალიანსში, სავარაუდოდ, გაწევრიანდებიან საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ეგვიპტე და იორდანია, განუცხადა Wall Street Journal-ს არაბეთის ქვეყნების ხუთმა ჩინოვნიკმა. 

მათივე თქმით, ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა ალიანსს ასევე, შესაძლოა, შეუერთდნენ არაბული სამყაროს სხვა ქვეყნებიც.

სტატიაში ნათქვამია, რომ ალიანსს ექნება ნატოს სისტემის კომპონენტი, რომელიც ორმხრივ დაცვას გულისხმობს: ალიანსის წევრ ერთ ქვეყანაზე თავდასხმა შეფასებული იქნება, როგორც თავდასხმა მთლიანად ალიანსზე.

დეტალები ალიანსის ფუნქციონირების თაობაზე ჯერ კიდევ მუშავდება, იუწყება წყარო.

მთავარი თემები