ისრაელელი სამხედროები ღაზის სექტორის დაბომბვას უარყოფენ

© AFP 2024 / JIJI PRESSსარაკეტო დარტყმა
სარაკეტო დარტყმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ ღამეს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ „რკინის გუმბათი“ ეილათის თავიდან სამი რაკეტა ჩამოაგდო, რომლებიც სინაის ნახევარკუნძულიდან იყო გაშვებული.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ისრაელელი სამხედროები უარყოფენ კავშირს ღაზის სექტორის სამხრეთით მომხდარ ინციდენტთან, რომელმაც გასულ ღამეს ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და რომელიც პალესტინის ხელისუფლებამ ავიაიერიშად შეაფასა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

პალესტინური მხარის ვერსიით, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ეგვიპტესთან საზღვარზე მდებარე მიწისქვეშა გვირაბზე ქალაქ ეილათის სარაკეტო დაცხრილვიდან რამდენიმე საათის შემდეგ მიიტანეს იერიში.

აღსანიშნავია, რომ ეილათი ებრაული სახელმწიფოს უკიდურესი სამხრეთი ქალაქი და წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე პოპულარული კურორტია.

„სამხედრო სარდლობა უარყოფს ისრაელის თავდაცვის არმიის მონაწილეობას შეტევაში, რომლის თაობაზეც აცხადებენ [პალესტინელები]“, — განუცხადა სააგენტო РИА Новости-ს არმიის პრესსამსახურის თანამშრომელმა.

გასულ ღამეს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ „რკინის გუმბათი“ ეილათის თავიდან სამი რაკეტა ჩამოაგდო, რომლებიც ეგვიპტის კუთვნილი და ღაზის სექტორის მომიჯნავე სინაის ნახევარკუნძულიდან იყო გაშვებული.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომლებიც თავის მხრივ ექსტრემისტთა განცხადებებს ეყრდნობიან, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა „ისლამური სახელმწიფოს“ ეგვიპტურმა უჯრედმა აიღო.

ყველა ახალი ამბავი
0