როუჰანი: რაც უნდა თქვას ტრამპმა, ბირთვული შეთანხმება ყველასთვის მომგებიანია

© AP Photo / Iranian Presidency Officeჰასან როუჰანი
ჰასან როუჰანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ურთიერთობა აშშ-სა და ირანს შორის საგრძნობლად გამწვავდა მას შემდეგ, რაც ამერიკის სათავეში ახალი პრეზიდენტი მოვიდა.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის, აშშ-ის პრეზიდენტისგან განსხვავებით, ატომის საკითხებზე ირანსა და საერთაშორისო შუამავალთა „ექვსეულს“ შორის გაფორმებული შეთანხმება ყველა მხარისთვის მომგებიანად მიაჩნია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.

ბალისტიკური რაკეტა - Sputnik საქართველო
ირანელი სარდალი მტრებს სარაკეტო დარტყმებით დაემუქრა

ირანის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ბირთვული შეთანხმების ტექსტს კითხულობს, მაგრამ არ იღებს და მას ყველაზე ცუდ გარიგებად მიიჩნევს ისტორიაში.

„ეს ორივე მხარისთვის მომგებიანი გარიგებაა. აქედან ყველა იღებს სარგებელს. ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები შესაძლოა მაგალითად იქცეს სხვა მოლაპარაკებებისთვის, რომლებიც სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მოიტანს რეგიონში“, —  განაცხადა ჰასან როუჰანიმ.

აღსანიშნავია, რომ ურთიერთობა აშშ-სა და ირანს შორის საგრძნობლად გამწვავდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სათავეში ახალი პრეზიდენტი მოვიდა. დონალდ ტრამპს არაერთხელ განუცხადებია, რომ ირანის მიმართ წინამორბედ ბარაკ ობამასავით „კეთილი“ არ იქნებოდა. ის კრიტიკულად აფასებს ირანთან 2015 წელს გაფორმებულ ბირთვულ შეთანხმებას.

ყველა ახალი ამბავი
0