იაპონიის პრემიერი ომის შემდეგ დარჩენილი პრობლემებისთვის წერტილის დასმას აპირებს

© REUTERS / Toru Hanaiიაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე
იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ომის შემდეგ დარჩენილ პრობლემებში იაპონია გულისხმობს კურილის ოთხი სადავო კუნძულისა და დღემდე გაუფორმებელი საზავო ხელშეკრულების საკითხებს.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე რუსეთთან ერთად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დარჩენილი პრობლემებისთვის ბოლოს მოღებას აპირებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „კიოდოზე“ დაყრდნობით.

„ჩვენ ვიზიარებთ არჩევანს – წერტილი დავუსვათ პრობლემებს, რომლებიც [მეორე მსოფლიო] ომის შემდეგ დარჩა“, — განაცხადა აბემ „ჩრდილოეთ ტერიტორიების დაბრუნების საერთო ეროვნულ ყრილობაზე“, რომელიც ყოველწლიურად 7 თებერვალს იმართება.

ომის შემდეგ დარჩენილ პრობლემებში იაპონია გულისხმობს კურილის ოთხი სადავო კუნძულისა და დღემდე გაუფორმებელი საზავო ხელშეკრულების საკითხებს.

სინძო აბეს თქმით, იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებსაც 70 წლის განმავლობაში ერთი მილიმეტრითაც არ წაუწევიათ წინ, „სამომავლო მიდგომაა აუცილებელი“, რომლის მეშვეობითაც გამოსავალიც მოიძებნება და ოთხი ჩრდილოეთი კუნძულის სამომავლო გეგმის შედგენაც იქნება შესაძლებელი.

იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო - Sputnik საქართველო
იაპონიის ახალი იმპერატორი ტახტზე ასვლას 2019 წელს შეძლებს

„საზავო ხელშეკრულების გაფორმება მარტივი ამოცანა არ არის, მაგრამ განზრახული მაქვს ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიო მის რეალიზაციას“, — ციტირებს იაპონიის პრემიერ-მინისტრის სიტყვებს ტელეკომპანია NHK.

1855 წელს რუსეთსა და იაპონიას შორის გაფორმებული სიმოდის ტრაქტატის თანახმად, იაპონიის მფლობელობაში გადავიდა კუნძულები: კუნაშირი, შიტოკანი, იტურუპი და ხაბომაი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს კუნძულები რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ხაბაროვსკის მხარის სამხრეთ სახალინის ოლქის სახელწოდებით შევიდა. ტოკიო სწორედ ამ ტერიტორიის მისთვის დაბრუნების პირობით აცხადებს თანხმობას რუსეთთან საზავო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე, რომელიც დღემდე არ გაფორმებულა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0