გაშიფრულია „იდუმალი დაავადება“, რომელმაც ასობით ბავშვი იმსხვერპლა

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიეპიდემიოლოგები
ეპიდემიოლოგები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცნობი სენის გამომწვევი მიზეზის დადგენა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც იამაიკაზე მსგავსი ვითარების თაობაზე ინფორმაცია გავრცელდა.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. მეცნიერებმა იმ „იდუმალი დაავადების“ წყარო აღმოაჩინეს, რომელიც ყოველწლიურად ასობით ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ხდებოდა ინდოეთში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Independent-ზე დაყრდნობით.

ინდოეთის ჩრდილოეთ რეგიონ ბიჰარში რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ერთი შეხედვით ჯანმრთელ ბავშვებს მოულოდნელად ჯერ კრუნჩხვა ეწყებოდათ, შემდეგ გონებას კარგავდნენ, ბოლოს კი იღუპებოდნენ. შენიშნეს, რომ ლეტალური შემთხვევების რაოდენობა წლის გარკვეულ დროს — მაისიდან ივნისამდე პერიოდში იმატებდა, როდესაც რეგიონში სიცხეები იწყებოდა.

© FL/ katesheetsლიჩი
ლიჩი - Sputnik საქართველო
ლიჩი

ექიმები დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ „იდუმალი დაავადების“ გამომწვევი მიზეზების დადგენას. ეს მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც იამაიკაზე მსგავსი ვითარების თაობაზე ინფორმაცია გავრცელდა.

აღმოჩნდა, რომ უცნობი სენი იამაიკელ ბავშვებში თავის ტვინის შეშუპებასა და კრუნჩხვებს იწვევდა.

მშობლების დაკვირვებით, ავადმყოფობა ტროპიკული ხილის – აკის დიდი რაოდენობით ჭამას მოსდევდა.

მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ბიჰარში გავრცელებული ხილი ლიჩი და იამაიკური აკი ერთსა და იმავე ტოქსინს — გიპოგლიცინ А-ს შეიცავს. ხოლო ღარიბი ოჯახების ბავშვები შიმშილის დასაკმაყოფილებლად ხშირად და დიდი რაოდენობით ჭამდნენ ლიჩის.

ტოქსინის გავლენით მოზარდების ორგანიზმში გლუკოზის გამომუშავება წყდებოდა, მერე კი სისხლში შაქრის დონე ეცემოდა და ლეტალური შედეგიც დგებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0