პენტაგონი ჩრდილოეთ კორეას ბირთვული შეტევის პასუხად გამანადგურებელ დარტყმას დაჰპირდა

© AP Photo/Ahn Young-joonბირთვული ცდები ჩრდილოეთ კორეაში
ბირთვული ცდები ჩრდილოეთ კორეაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მეტისმა სამხრეთ კორეას დაუდასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საფრთხეს უსაფრთხოების სფეროში მთავარ პრობლემად განიხილავს.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის ახალმა თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მის შედეგებზე გააფრთხილა — პასუხი იქნება „ეფექტური და გამანადგურებელი“, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.

წყალქვეშა ნავი - Sputnik საქართველო
აშშ სამხრეთ კორეაში ატომური წყალქვეშა გემის გაგზავნას აპირებს

„ნებისმიერი შეტევა აშშ-ზე ან ჩვენ მოკავშირეებზე, და ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება უპასუხო არ დარჩება“, — განაცხადა მეტისმა სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს.

მეტისმა სამხრეთ კორეას დაუდასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხისადმი უსაფრთხოების სფეროში მთავარი პრობლემისადმი დამოკიდებულების ტოლფასი იქნება. 

მიმდინარე წლის იანვარში ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული იარაღის მეოთხე გამოცდა ჩაატარა, ხოლო თებერვალში რაკეტა გაუშვა, რომელსაც, ზოგიერთი მონაცემით, მიზნის განადგურება 12 ათასი კილომეტრის დაშორებით შეუძლია. გაეროს უშიშროების საბჭომ და რიგმა ორგანიზაციებმა სხვადასხვა სანქციები მიიღეს, მაგრამ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამაზე უარს არ აცხადებს.

ყველა ახალი ამბავი
0